ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და მერის მოადგილე თამუნა ქობალია, მწვრთნელ გერონტი მამფორიასა და წარმატებულ კარატისტებს შეხვდნენ.
სპორტსმენებმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (Batumi Open) ბრწყინვალედ იასპარეზეს და მუნიციპალიტეტს არაერთი საპრიზო ადგილი და მედალი მოუტანეს. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცეს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს დაუღალავი შრომისა და მუნიციპალიტეტის სახელის წარმოჩენისთვის და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვეს.
ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას და წინ კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!
