ჩხოროწყუში ვეტერანთა შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და ჩხოროწყუელი ვეტერანი ფეხბურთელების ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში რვა ადმინისტრაციული ერთეულის ვეტერანთა გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ჩხოროწყუს ვეტერანთა გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი სოფელ ჭოღას გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ ოჩხომურის გუნდმა დაიკავა. ტურნირს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადასცეს.