ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქის, დამირ გობეჩიას გარდაცვალების გამო.
დამირ გობეჩია წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. თავისი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ადამიანური ღირსებებით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩხოროწყუსთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც ბატონ დამირთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის პატივი ჰქონდა.
ვუსამძიმრებ ბატონ დამირ გობეჩიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ამ მძიმე დანაკლისს იზიარებს.
ჯუმბერ იზორია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი
