მთავარისიახლეებისაქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა – მიზეზი საქართველო–თურქეთის 400 კვ-იანი ხაზის ავარიაა

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა – მიზეზი საქართველო–თურქეთის 400 კვ-იანი ხაზის ავარიაა

-

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია საქართველო–თურქეთის 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთის“ ავარიამ.

ამის შედეგად შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ქვეყნის უმეტეს ნაწილს დროებით შეეზღუდა ელექტრომომარაგება. ამჟამად მიმდინარეობს ელექტროენერგიის ეტაპობრივი აღდგენა.