“ლეგენდების ქვეყანა ” ჩხოროწყუში უკვე მეათედ გაიმართა . ჩვენი სიუჟეტი
სოფო და ბორის ბედიას კონცერტი ჩხოროწყუში
ქალაქ ჩხოროწყუში ბორის და სოფო ბედიას კონცერტი გაიმართა, სადაც შესრულდა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის სამინისტრო იყო.
კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები და ანსამბლები, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა საღამოს. კონცერტს დაესწრო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა და ყველა ტაობის ადამიანი
ჩვენი სიუჟეტი
ფოტოგალერეა







ლესიჭინეს გუნდი ,,მოყვარულთა ლიგა 2025,,-ის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა
ტურნირში ჩხოროწყუს ადმინისტრაციული ერთეულების და სოფლების გუნდები ერკინებოდნენ. დაძაბული აღმოჩმდა ფნალი, რომელშიც გამარჯვება ლესიჭინელებმა მოიპოვეს
მასტერლიგის გათამაშება და ჩხოროწყუელთა შედეგები
18, 19 და 20 ივლისს, ზუგდიდში, რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე, გაიმართა მასშტაბური სპორტული ფესტივალი — ბეთლაივ მასტერ ლიგა 7×7, რომელსაც 7×7 ფეხბურთის ასოციაციამ მაღალ დონეზე ორგანიზება გაუწია. ჩვენი გუნდი, ჩხოროწყუ-ჭოღა, ტურნირში მთელი გულით, ენერგიითა და თავგანწირვით მონაწილეობდა. ყოველი თამაში ნამდვილი სპორტული ბრძოლა იყო.
ბოლო შეხვედრა — დაუვიწყარი ფინალი, დაძაბულ და დრამატულ პენალტებამდე მივიდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში 14:15 დავმარცხდით და მეორე საპრიზო ადგილი დავიკავეთ.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს პროფესიონალიზმისთვის და მეგობრული გარემოსთვის, განსაკუთრებით ასოციაციის ხელმძღვანელს აკაკი ხლაბუსტოვს და ლაშა ჭეიშვილს, რომელთა დაუღალავმა შრომამ სამართლიანი და დაუვიწყარი ტურნირი შექმნა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 4000 ლარს შეადგენდა, თუმცა ჩვენთვის ამ ფესტივალმა ბევრად მეტი მოიტანა — გამოცდილება, სიამაყე, ახალი მეგობრობა და დაუვიწყარი ემოციები. გულშემატკივრებიც და მონაწილე გუნდებიც დაჯილდოვდნენ მრავალფეროვანი პრიზებითა და საჩუქრებით სპონსორებისგან, რაც ამ დღეებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
და ბოლოს, სასიხარულო ამბავი: ბუტა ჩიქოვანი, ჩვენი გუნდის გმირი კარში, დასახელდა ტურნირის საუკეთესო მეკარედ. მისმა სიმშვიდემ, სიზუსტემ და თავდადებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩხოროწყუ-ჭოღას წარმატებაში. ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალ ტურნირებში.
თეა ტყებუჩავას ინფორმაცია

განცხადება
7 თვის ბავშვისთვის ვეძებთ გამოცდილ, სანდო, ენერგიულ და პოზიტიურ ძიძას, 45 წლამდე ქალბატონს, ქალაქ ჩხოროწყუში. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 73 55 88.
სოფელ მოიდანახეში სახლ-კარი იყიდება
პირველ მოიდანახეში, იყიდება სახლ-კარი. მიწის ფართობი 0,5 ჰექტარი. ეზოში გაყვანილია წყალი და გაზი. ფასი შეთანხმებით. ტელ: 551 513565


ჩხოროწყუში ვეტერანთა შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და ჩხოროწყუელი ვეტერანი ფეხბურთელების ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში რვა ადმინისტრაციული ერთეულის ვეტერანთა გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ჩხოროწყუს ვეტერანთა გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი სოფელ ჭოღას გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ ოჩხომურის გუნდმა დაიკავა. ტურნირს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადასცეს.
ოფთალმოლოგი მიხეილ შენგელიას ვიზიტი ჩხოროწყუში
თვალის გამოკვლევა პენსიონერი პაციენტებისთვის უფასო იქნება
თაიას საჯარო სკოლის მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება
თაიას საჯარო სკოლის მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება

