საერთაშორისო ფესტივალი ჩხოროწყუში
"ლეგენდების ქვეყანა " ჩხოროწყუში უკვე მეათედ გაიმართა . ჩვენი სიუჟეტი
სოფო და ბორის ბედიას კონცერტი ჩხოროწყუში
ქალაქ ჩხოროწყუში ბორის და სოფო ბედიას კონცერტი გაიმართა, სადაც შესრულდა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის სამინისტრო იყო.
კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები და ანსამბლები, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა საღამოს. კონცერტს დაესწრო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა და ყველა ტაობის ადამიანი
ჩვენი სიუჟეტი
ფოტოგალერეა
ლესიჭინეს გუნდი ,,მოყვარულთა ლიგა 2025,,-ის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა
ტურნირში ჩხოროწყუს ადმინისტრაციული ერთეულების და სოფლების გუნდები ერკინებოდნენ. დაძაბული აღმოჩმდა ფნალი, რომელშიც გამარჯვება ლესიჭინელებმა მოიპოვეს
მასტერლიგის გათამაშება და ჩხოროწყუელთა შედეგები
18, 19 და 20 ივლისს, ზუგდიდში, რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე, გაიმართა მასშტაბური სპორტული ფესტივალი — ბეთლაივ მასტერ ლიგა 7x7, რომელსაც 7x7 ფეხბურთის ასოციაციამ მაღალ დონეზე ორგანიზება გაუწია. ჩვენი გუნდი, ჩხოროწყუ-ჭოღა, ტურნირში მთელი გულით, ენერგიითა და თავგანწირვით მონაწილეობდა. ყოველი თამაში ნამდვილი სპორტული ბრძოლა იყო.
ბოლო შეხვედრა — დაუვიწყარი ფინალი, დაძაბულ და დრამატულ პენალტებამდე მივიდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში 14:15 დავმარცხდით და მეორე საპრიზო ადგილი დავიკავეთ.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს პროფესიონალიზმისთვის და მეგობრული გარემოსთვის, განსაკუთრებით ასოციაციის ხელმძღვანელს აკაკი ხლაბუსტოვს და ლაშა ჭეიშვილს, რომელთა დაუღალავმა შრომამ...
განცხადება
7 თვის ბავშვისთვის ვეძებთ გამოცდილ, სანდო, ენერგიულ და პოზიტიურ ძიძას, 45 წლამდე ქალბატონს, ქალაქ ჩხოროწყუში. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 73 55 88.




